რეზონანსი
30.09.2025

100 ათასობით ადამიანმა გადაწყვიტა, დაამხოს ივანიშვილი, მათ შორის მეც, - აცხადებს ზვიად კუპრავა და სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას აქვეყნებს. იგი 4 ოქტომბერს განსახორციელებელ დესტრუქციულ ქმედებებზე საუბრობს.

„ჩვენი ტაქტიკური ამოცანაა, 4 ოქტომბერს ჩაიშალოს რუსული სპეცოპერაცია. როგორ ვახერხებთ ამას? - 4 ოქტომბერს თბილისის მასშტაბით გახსნილი იქნება 500 სპეცოპერაციის პუნქტი, მათ შორის საქართველოს მასშტაბით 3 ათასზე მეტი.

500 პუნქტი ივანიშვილმა იცის, რომ არის ყველაზე დაუცველი, რომელსაც ის დღის განმავლობაში პრაქტიკულად ვერ გააკონტროლებს. დილიდან როგორც ჯგუფებად, ასევე ინდივიდუალურად ვიწყებთ მოძრაობას ქალაქის მასშტაბით და 500-დან ერთ სპეცოპერაციის პუნქტს აუცილებლად გავარღვევთ, რის შემდეგაც მიიღებს დომინოს პრინციპს - ივანიშვილი დაემხობა.

ვიღაც, ალბათ იფიქრებს, დაგიჭერენო. ვერ დამიჭერენ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს რესურსი დღეს, რომ მე დამიჭიროს, ან ვინმე დაიჭიროს. და მეორე, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ივანიშვილი დაიჭერს საკრებულოს წევრს, საკრებულოს არჩევნებზე, მისი სტრატეგიული ამოცანა, მშვიდად ჩაატაროს რუსული სპეცოპერაცია, ვერ იქნება მიღწეული. შესაბამისად, ის მაინც დაემხობა.

არის კიდევ მესამე გზა. თუ 4 ოქტომბრამდე მიხეილ სააკაშვილი და პოლიტპატიმრები იქნებიან თავისუფალი, მე როგორც ერთი ადამიანი, იმ წუთიდან დავჯდები სახლში და ვიდრე 5 ოქტომბრამდე არ გამოვალ სახლიდან. ეს არის კომპრომისი. გნებავთ, ვაჭრობა დაარქვით, ბატონო ივანიშვილო, გნებავთ თვენი საყვარელი საქმიანობა, გნებავთ, მუქარად მიიღეთ. თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, თქვენ 4 ოქტომბერს დაემხობით“, - განაცხადა კუპრავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×