რეზონანსი
30.09.2025

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზუკა რურუამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის,  მსჯავრდადებული გიორგი ბაჩიაშვილის  დედის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. 

„ამ კრიმინალური ოჯახის მიერ ჩადენილი დანაშაული იმდენად მკაფიოა, რომ იურისპრუდენციაში გარკვეული ნებისმიერი ადამიანი არანაირ კითხვას არ დასვავს. რაც შეეხება ბაჩიაშვილის დედას, რომელიც ბიძინა ივანიშვილს უარყოფით კონტექსტში ახსენებს, გამოდის და ამბობს, რომ მისი ახლობელი იყო და ასე არ უნდა მოქცეოდაო, ეს არაფერ შუაშია. კრიმინალმა ოჯახმა უნდა გააცნობიეროს, რომ ისინი პასუხს აგებენ არა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, არამედ კანონის წინაშე.“-განაცხადა ზუკა რურუამ. 

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილის დედამ,  მარინა რამაზაშვილმა უარყოფით კონტექსტში მოიხსენია ბიძინა ივანიშვილი. ამავდროულად განაცხადა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის ძალიან ახლობელი ადამიანი იყო და ის ასე არ მოექცეოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×