რეზონანსი
30.09.2025

„ესენი კიდევ სხვა ტიპის სასწავლებლებია, რომლებიც პირდაპირ ექსტრემისტებად ზრდიან ახალგაზრდა თაობას, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ახაგაზრდების გადამზადებას რევოლუციური სცენარებისთვის.

მისი თქმით, გიული ალასანიას უნივერსიტეტი რადიკალური მიზნებისთვის იღებს დაფინანსებას.

„დაფინანსება მიდის კონკრეტულად ამ უნივერსიტეტში. რამდენიმე ფონდი არის. იქ ჰონგ -კონგში არსებული ამერიკის საელჩოდან. შემდეგ ისინი უკვე უხდიან ამ ფულს ცნობილ „ენჯეოშნიკებს“. ეს ყველაფერი გაშიფრულია სახელებით და გვარებით, მთლიანად, მთელი სქემა“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

არასამთავრობო სექტორის შემდეგ, რევოლუციური პროცესების წახალისებაზე უცხოური სპეცსამსახურები უნივერსიტეტების გავლით მუშაობენ. უკვე გაშიფრული სქემით, გამწევი ძალა ამ პროცესში გიული ალასანიას უნივერსიტეტია. ტრენინგებში მონაწილეობენ სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები.

„იმედის კვირამ“ მოიპოვა მტკიცებულებები, თუ როგორ რთავენ ტრენინგებში ახალგაზრდებს, მათ შორის სკოლის მოსწავლეებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×