რეზონანსი
30.09.2025

ქართული მობილური ოპერატორი სელფი მობაილი, რომელიც საქართველოში 1.42 მლნ აბონენტს ემსახურება, 2025 Global Banking & Finance Awards® -ის ნომინაციაში "საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი ტელეკომი“ ჯილდო მიიღო.

„საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი ტელეკომის“ ჯილდო, სელფიმ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგებისთვის მიიღო, მათ შორისაა:

5G -ს განვითარება ქვეყნის მასშტაბით

VoLTE -ს დანერგვა

პარტნიორობის გაღრმავება Vodafone-თან

საქართველოში პირველი, ტელეკომის ლოიალობის პლატფორმის შეთავაზება

ლიდერობა ინტერნეტ პაკეტებისა და როუმინგის მიმართულებით

ინოვაციური Travel eSim-ის გამოშვება, რომელიც სულ რაღაც 4 დაწკაპუნებაში შეუძლია აიღოს ნებისმიერი ქსელის აბონენტმა.

„მინდა მივულოცო სელფის აბონენტებს და გუნდს ეს საერთაშორისო აღიარება. ეს ჯილდო მკაფიო სიგნალია, რომ სწორი გზით მივდივართ - თვიდან-თვემდე იზრდება სელფის მომხმარებელთა რიცხვი, მაშასადამე ნდობა ჩვენი სერვისებისადმი.  წინ კიდევ ბევრი სასიამოვნო სიახლე გვაქვს,“ - განაცხადა როსტომ ტალახაძემ, CEO -მ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×