რეზონანსი
30.09.2025

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი არ თვლის, რომ ვაშინგტონმა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ლავროვი აღნიშნავს, აშშ-ის გადაწყვეტილება, შესაძლოა, საბოლოო არ იყოს.

„მჯერა, რომ პირველ რიგში ეს ევროპის მხრიდან ვაშინგტონზე განხორციელებული ზეწოლის შედეგია და ვაშინგტონს სურს აჩვენოს, რომ ისინი მოკავშირეების ხედვებს ითვალისწინებენ. არ მგონია, რომ საქმე საბოლოო გადაწყვეტილებასთან გვაქვს. აშშ არ აწვდის „ტომაჰავკის“ რაკეტებს ყველა ევროპულ ქვეყანას. თუ არ ვცდები, „ტომაჰავკის“ რაკეტები მხოლოდ ესპანეთსა და ნიდერლანდებს აქვთ. ისინი თუ  გადაწყვეტენ, რომ უკრაინა ამ რაკეტებს პასუხისმგებლობით გამოიყენებს, მე ძალიან გამიკვირდება“, – აღნიშნა ლავროვმა.

ცნობისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსი განაცხადა,  რომ აშშ განიხილავს უკრაინის თხოვნას შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ ჯეი დი ვენსმა „ფოქს ნიუსთან“ ისაუბრა.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის მიმართა თხოვნით, მიჰყიდოს „ტომაჰავკის“ რაკეტები ევროპულ ქვეყნებს, რათა მათ ისინი უკრაინას გაუგზავნონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×