რეზონანსი
30.09.2025

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ის მხარს უჭერს დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილ ღაზის სამშვიდობო გეგმას.

„თითქმის სამწლიანი სისხლის ღვრის შემდეგ, ეს გეგმა ომის დასრულების საუკეთესო შანსია. ის ფაქტი, რომ ისრაელი მხარს უჭერს გეგმას, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ახლა „ჰამასი" დათანხმდეს და გახსნას გზა მშვიდობისკენ", - აღნიშნავს მერცი.

ამასთან, გერმანიის კანცლერის თქმით, ის მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებს შეერთებულ შტატებთან, ისრაელთან, არაბულ სახელმწიფოებთან და ევროპის ქვეყნებთან აღნიშნულ გეგმასთან დაკავშირებით.

„შეთანხმება თუ მიიღწევა, გერმანია მზადაა, წვლილი შეიტანოს გეგმის განხორციელებაში. ეს ეხება პოლიტიკურ ნაწილსაც, ჰუმანიტარულსაც და, რა თქმა უნდა, რეკონსტრუქციასაც", - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ღაზას სამშვიდობო გეგმა წარადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×