რეზონანსი
30.09.2025

თბილისის მერის განცხადებით, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში შეინარჩუნოს გრძელვადიანი მშვიდობა, რომელსაც, თავის მხრივ, ეკონომიკური განვითარება მოაქვს.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის რეიტინგებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც მოაქვს მშვიდობა და გრძელვადიანი სიმშვიდე ქვეყანაში. თავის მხრივ, მშვიდობას მოაქვს ეკონომიკური კეთილდღეობა, წინსვლა, აღმშენებლობა, განვითარება. ეს პროცესი არის შეუქცევადი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყანაში შევინარჩუნოთ გრძელვადიანი მშვიდობა. შედარებები გავაკეთოთ, მაგალითად, ევროპის ქვეყნებთან, ვის როგორი ეკონომიკური ზრდა აქვს. ეს ძალიან მაგარია, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, წინ მიდის, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი შეურაცხყოფას აყენებს ქვეყანას, დაკავებულია მუქარებით, ცილისწამებით", - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×