რეზონანსი
30.09.2025

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ფაქტი შეაფასა და აღნიშნა, რომ "ნაქრუდალის ლეგალიზაცია-რეალიზაციაში დახმარება" დანაშაულია, შესაბამისად, კანონი ყველას თანაბრად ეხება.

ქადაგიშვილის თქმით, როდესაც შენს შვილს საუკეთესო პირობებს შეუქმნიან განვითარებისთვის და შემდეგ იმ დანაშაულს ჩაიდენს, რაც ჩაიდინა, ბუნებრივია, რომ პასუხისმგებლობა დგება.

"კარგი იქნება, ყველამ თავის თავში დაინახოს ხოლმე პრობლემის სათავე. როდესაც შენს შვილს წაიყვანენ, საუკეთესო პირობებს შეუქმნიან განვითარებისათვის, ბიზნესის ერთობლივად კეთების უფლებას მისცემენ და მერე, შენი შვილი ჩაიდენს იმ დანაშაულს, რა დანაშაულიც ჩაიდინა - ეს ხომ ჩემი მონაყოლი არ არის, სასამართლოს ორი ინსტანციით დადასტურებული ფაქტია - ვინც ჩააცვა, იმის გახდას რომ მოინდომებს, როგორც ცნობილ ქართულ რომანშია აღწერილი, მერე, ბუნებრივია, პასუხისმგებლობა დგება.

რა თქმა უნდა, დედისთვის თავისი შვილის პასუხისმგებლობის გაზიარება მძიმეა, მაგრამ, ეს ის რეალობაა, რომელიც სამწუხაროდ, შვილმა მოუტანა თავის მშობლებს და კანონი ამ შემთხვევაში ითვალისწინებს, რომ ყველას თანაბრად ეხება. მარტივია: ნაქურდალის ლეგალიზაცია-რეალიზაციაში დახმარება არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაული, ამიტომ, ბაჩიაშვილის ოჯახი იქნება ეს თუ სხვა, ყველას თანაბრად ეხება", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×