
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის აგვისტოში სისხლის სამართლებრივი დევნა 2 009 პირის მიმართ დაიწყო. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 107 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 5.3 პროცენტს შეადგენს.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის აგვისტოში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 595 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, აჭარაში - 323, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში - 21 შემთხვევა.
2025 წლის აგვისტოში დევნის დაწყების მაჩვენებელი, სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით, ასე გადანაწილდა:
ქურდობა - 254 შემთხვევა; მუქარა - 254 შემთხვევა; ოჯახური ძალადობა - 196 შემთხვევა; ძალადობა - 187 შემთხვევა; გაუპატიურება - 6 შემთხვევა; გარყვნილი ქმედება - 4 შემთხვევა; თაღლითობა - 41 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა ან შენახვა - 478 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება - 175 შემთხვევა; ყალბი დოკუმენტების დამზადება - 74 შემთხვევა.