რეზონანსი
29.09.2025

გვინდა, ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით იმ ნაბიჯებით, რომლებიც უკვე გადაიდგა და რომლებიც იდგმება, აბსოლუტურად რეალისტურია ამ მიზნის მიღწევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, კორუფციასთან ბრძოლა გრძელდება ყველა მიმართულებით, ამაში შედის, მათ შორის შესაბამისი საქმეების გამოძიება.

„გარდა იმისა, რომ ჩვენ ცვლილებები შევიტანეთ მთავრობის საქმიანობაში, სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობაში, ჩვენ ასევე ვიღებთ ზომებს, რომ გამოვიძიოთ ყველა შესაძლო სამართალდარღვევა. ყველა მიმართულებით გაგრძელდება აქტიური ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. ჩვენი ამბიციური მიზანი მინდა შეგახსენოთ - გვინდა, ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით იმ ნაბიჯებით, რომლებიც უკვე გადაიდგა და რომლებიც იდგმება, აბსოლუტურად რეალისტურია ამ მიზნის მიღწევა, მე ასე მგონია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×