რეზონანსი
29.09.2025

ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ გვქონდა საშუალება ჩავღრმავებოდით კონკრეტულ პროექტებს, რომლებიც ხორციელდებოდა. დავინტერესდით ხარჯეფექტიანობით და ხარისხით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სადაც აღმოჩნდა პრობლემები, იქ გაჩნდა შესაბამისი საფუძველი გამოძიების დაწყებისთვის.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, სახელმწიფო ყველგან იქნება უკომპრომისო, სადაც აღმოაჩენს, რომ არის ხარვეზები.

„არის მთელი რიგი პროექტები, სადაც აღმოჩენილია ხარვეზები, ხარჯეფექტიანობის კუთხით და ხარისხთან დაკავშირებით არის კითხვები. ჩვენი მიზანია უკლებლივ ყველა პროექტი განხორციელდეს მინიმალური ხარჯებით და მაქსიმალური ხარისხით. სადაც არის კითხვები, ყველგან გაგრძელდება გამოძიება. ეს არის ჩვენს ინტერესებში, საზოგადოების ინტერესებში. ყველგან ვიქნებით უკომპრომისო, სადაც ჩვენ დავინახავთ, რომ არის ხარვეზები პროექტების აღსრულებაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×