რეზონანსი
29.09.2025

ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით, კომპანია GORBI-მ ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.

„თბილისის მერის არჩევნები რომ ამ კვირას ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი კანდიდატებიდან?" - ეს იყო კიდევ ერთი კითხვა, რომელიც დაუსვეს რესპონდენტებს, შედეგები კი ასე გადანაწილდა:

კახა კალაძეს, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს აქვს 66,5%-იანი მხარდაჭერა

ირაკლი კუპრაძეს „ძლიერი საქართველოდან" - 13,5%

იაგო ხვიჩიას - „გირჩის" კანდიდატს კი 13%

სხვა კანდიდატებს საერთო ჯამში გამოკითხულთა 7% უჭერს მხარს

გამოკითხვა ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით, 6-25 სექტემბრის პერიოდში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ხაშურსა და თელავში. გამოიკითხა ორი ათასი ადამიანი. ცდომილების ზღვარი ქვეყნის მასშტაბით +/- 3 პროცენტია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×