
"ქართული ოცნების" წევრმა, გია ვოლსკიმ ვარშავის ფორუმზე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას გამოეხმაურა, რომელმაც ილაპარაკა, თუ როგორ აძლიერებს კრემლი გავლენას საქართველოში. ვოლსკის თქმით, ის ზურაბიშვილს შეხვედრებზე დაყვებოდა, შემდეგ კი ზურაბიშვილმა გადაწყვიტა "იმ როლში ჩამდგარიყო, რა როლშიც ახლა არის".
"ეს ქალი ან გაუგებრობაში ჩააგდეს და რა ქნას არ იცის და ამ მარიონეტის როლს ასრულებს უნიათოდ, ან ელემენტალურად სულელია.
ყველა შეხვედრაზე ვახლდი და სალომე ზურაბიშვილის სადღეგრძელოებს ვსვამდი. რაღაც მონაცემები ჰქონდა, ინტელექტუალური, ევროპის background-ი, ენების ცოდნა, ამან რასაკვირველია თავისი როლი ითამაშა, შემდეგ უცბად გადაწყვიტა, რომ ამ როლში ჩადგეს, რა როლშიც დღეს არის, ან უბრალოდ სულელია," - განაცხადა გია ვოლსკიმ.