
„იმედის კვირაში“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით „ქრონიკა“ მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას ესაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია High School of Georgia- ს შესახებ, გიული ალასანიამ აღნიშნა, რომ კლუბის ორგანიზატორებისგან მიიღებდნენ ყველა საჭირო ინფორმაციას.
აქციების მხარდასაჭერად მისი უნივერსიტეტის გავლით თანხის გადარიცხვაზე კი თქვა, რომ თუ ვინმე პერსონალურად რიცხავს თანხას, ამაზე პასუხს ვერ აგებენ.
„ვინმე პერსონალურად თვითონ თუ რაღაცას გადარიცხავს, რადგან ძალიან ბევრი სტუდენტი გვყავს, ამაზე ჩვენ პასუხს ვერც ვაგებთ და ვერც ვაკონტროლებთ“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.
„ფრანკლინის კლუბისთვის“ უნივერსიტეტის სივრცის დათმობაზე კი განმარტა, რომ უნივერსიტეტში ძალიან ბევრი სხვა კლუბია, რომელიც ემსახურება ღირსეული მოქალაქეების აღზრდას.
„მე არ ვიცი კონკრეტულად, თითოეული ადამიანი მერე რა საქმიანობას ეწევა“, - განაცხადა ალასანიამ.
„იმედის კვირამ“ მოიპოვა მტკიცებულებები, თუ როგორ რთავენ ტრენინგებში ახალგაზრდებს, მათ შორის სკოლის მოსწავლეებს. ხელოვნური პროტესტის ორგანიზების სქემის მიხედვით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით ლექტორ-მასწავლებლები ღიად ასწავლიან ახალგაზრდებს, რომ ტერორისტი თავისუფლებისთვის მებრძოლია. მიხეილ სააკაშვილის დედის უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილია ფრანკლინის კლუბის ანალოგი - იმავე მიზნებითა და იმავე ლექტორებით. დაფინანსების წყარო კი სხვადასხვაა. მათ შორის არის „ჰორაიზონ ეუროფი“ USADI-ის ევროპული ანალოგი. „ევრო დე კონსპირატორი“ და ბანგკოკში მოქმედი ამერიკის საელჩო.