რეზონანსი
29.09.2025

არქიმანდრიტების პოლიტიკური განცხადებები გამოჩნდა. უკვე მეორე არქიმანდრიტის მოსაზრებები წავიკითხე, შეიძლება სხვაც არის. არ განვიკითხავ, ღმერთმა დამიფაროს. თან ბერები არიან არქიმანდრიტები. კითხვები მაქვს უბრალოდ,  - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, სოციალურ ქსელში წერს. 

შარმანაშვილი ინტერესდება ხსენებული სასულიერო პირების აზრით, უნდა დაეთანხმოს თუ არა ქართული სახელმწიფო ევროპელი ბიუროკრატების მოთხოვნას ოჯახური ღირებულებების კანონის გაუქმების, ლგბტ თემის უფლებების მეტად განმტკიცებისა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით. 

"არქიმანდრიტების პოლიტიკური განცხადებები გამოჩნდა. უკვე მეორე არქიმანდრიტის მოსაზრებები წავიკითხე, შეიძლება სხვაც არის. არ განვიკითხავ, ღმერთმა დამიფაროს. თან ბერები არიან არქიმანდრიტები. კითხვები მაქვს უბრალოდ. ევრობიუროკრატებმა შემოგვითვალეს რამდენიმე საკითხი, რომლის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, გააგრძელებენ ჩვენთან ინტენსიურ ურთიერთობას. ჯერ ორზე შევჩერდები: 

1. გავაუქმოთ ოჯახური ღირებულებების კანონმდებლობა და ცვლილებები შევიტანოთ პარლამენტის ადამიანის უფლებების საკითხებთან დაკავშირებულ დოკუმენტში და მეტად განვამტკიცოთ ლგბტ თემის უფლებები;

2. გავაუქმოთ გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა და არ მოვიკითხოთ უცხოეთიდან შემოსული თანხები, რომელიც დადასტურებულად ხმარდებოდა დესტაბილიზაციას საქართველოში, ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებს და არაბუნებრივი ურთიერთობების პროპაგანდას. 

კითხვა მხოლოდ ერთსიტყვიანია - დავეთანხმოთ?" - წერს თენგიზ შარმანაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×