რეზონანსი
29.09.2025

როგორც ჩანს, „ლელოს“ რიგებში მყოფებს ეუბნებიან, რომ უნდა გახდნენ ნაწილი ისეთი საბოტაჟის მექანიზმის, რომელმაც სისხლამდე უნდა მიგვიყვანოსო. რა გასაკვირია, რომ ადამიანებს ამ პოლიტიკური სუბიექტის რიგებში დარჩენა არ სურდეთ?, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატ ირაკლი კუპრაძის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, „კოალიციის წევრებზე, მაჟორიტარებზე, მერებზე, ადგილობრივ ლიდერებზე მიმდინარეობს ძალადობრივი ზეწოლა და შეტევა“.

„კუპრაძეს ბოლნისის მაგალითი მოჰყავს. ელისაშვილმა და კუპრაძემ სავსებით შეუსაბამო განცხადებები აკეთეს, თუ პოლიტიკურ ველზე წარმატება გვექნება, ყველაფერს გავაჩერებთ, რადგან საბოტაჟის რეჟიმი უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ის საბოტაჟი, რომელსაც ხაბეიშვილი გაშლილი დროშით წინ მიუძღვებაო. ვიღაცას, ვინც მათ რიგებში შეცდომით თუ შეცდომის გარეშეა, შეიძლება, ილუზია აქვს, რომ პოლიტიკაში მოვიდა – ან გაიმარჯვებს და ადგილს დაიკავებს პოლიტიკურ იერარქიაში, ან პოლიტიკურ კარიერას გააგრძელებს. მათ ეუბნებიან, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ისეთი საბოტაჟის მატარებელი უნდა გახდნენ, რომელიც ქვეყანაში დაძაბულობას ემსახურება. როგორც ჩანს, ამ ადამიანებს ეუბნებიან, მხოლოდ დაძაბულობას პოლიტიკური მომავალი არ აქვს, საბოტაჟის მექანიზმი უნდა გახდნენ, რომელმაც სისხლამდე უნდა მიგვიყვანოსო. რა გასაკვირია, რომ ადამიანებს ამ პოლიტიკური სუბიექტის რიგებში დარჩენა არ სურდეთ?“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×