რეზონანსი
29.09.2025

წლებია, სიახლოვე მაქვს ბაჩოსთან და მის მეუღლე ანისთან. არ გამოუვათ ახალი ლეგენდის შექმნა, – ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

ბურჭულაძე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას შეხვდნენ.

„რუსთავი 2“ რამდენიმე დღეა, დამდევს და ეძებს ჩემს, მურთაზ ზოდელავას და ბაჩო ახალაიას ურთიერთობას. ეს გოგონა არის ბაჩოს შვილი, რომელიც ჩემი შვილის, შუქრის, ნათლულია და წლებია, სიახლოვე მაქვს ბაჩოსთან და მის მეუღლე ანისთან. ასე რომ, არ გამოუვათ ახალი ლეგენდის შექმნა.

„რუსთავი 2“-ს კი მინდა დავუდასტურო, რომ არც მე და არც ჩემი ოჯახის არცერთ წევრს არ გვყავს მონათლული არცერთი „ოცნების“ ოჯახის წევრი. მადლობა ყურადღებისათვის“, – წერს პაატა ბურჭულაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×