რეზონანსი
29.09.2025

„გარედან თითის დაქნევით საუბარი მიუღებელია, ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომ საქართველო დავაზიანოთ“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კონკრეტულ მედიასაშუალებას კითხვაზე, როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნებას დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე.

კახა კალაძის განმარტებით, მმართველი პარტიისთვის უპირველესი ქართველი ხალხის აღიარების მოპოვებაა.

„აკაცუკებმა უნდა გაიგონ ერთი რამ, ყველაზე მთავარია, გაღიაროს ქართველმა ხალხმა. ამ ქვეყნის პატრონი და მთავრობა არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი. აღარ არის ის დრო, ვიღაცები გარედან რომ მართავდნენ ჩვენს ქვეყანას. საქართველოს მართავს პატრიოტი ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“. გლობალური ომის პარტია არამხოლოდ საქართველოს მტერია, ზოგადად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დიდ ძალას წარმოადგენს. პრეზიდენტ ტრამპის დაპირებაც გაიხსენეთ - გლობალური ომის პარტიის დამარცხება. შესაბამისად, დაველოდოთ ამ პროცესების დასრულებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×