რეზონანსი
29.09.2025

ბურჭულაძის განცხადება გეგმა ნამდვილად არ არის - ეს არის აკვიატებული აზრები. ვნახავთ, რომ ის 4-ში რომელიმე დაწესებულების პაციენტი გახდება - „ნიძლავს“ შევახსენებ: თუ 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ვერ ჩაიბარებს ხელისუფლებას, მაშინ შეასრულებს სიმღერას „თავო ჩემო, ბედი არ გიწერია“, - შევცვალეთ „ნიძლავი“, ეს უფრო ესადაგება, „ღვინოვ კახუროს“ ჩვენ ვიმღერებთ, გამარჯვებულები, - ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება ნახავს, 4 ოქტომბერს პაატა ბურჭულაძე გადაიბარებს თუ არა ხელისუფლებას.

„ვნახავთ, რომ ის 4-ში რომელიმე დაწესებულების პაციენტი გახდება, რადგან ხან ტელეფონებით ატარებდა არჩევნებს, მერე სხვა ტექნოლოგიები გამოიგონა, მერე თქვა, რომ სტადიონზე ეროვნული კრება ჩავატაროთო, შემდეგ არა, ისევ აქციები ჯობიაო, ახლა აქციები და ეროვნული კრება ერთადო და ა.შ. ის შესაბამისი დაწესებულების პაციენტი გახდება 4-ში. თან „ნიძლავს“ შევახსენებ - თუ 4-ში, 20:00 საათზე ვერ ჩაიბარებს ხელისუფლებას, მაშინ შეასრულებს სიმღერას - „თავო ჩემო, ბედი არ გიწერია“ - ეს არის „ნიძლავი“ და ვნახავთ 20:00 საათზე იმღერებს თუ ხელისუფლებას გადაიბარებს. შევცვალეთ „ნიძლავი”, ეს უფრო ესადაგება - „ღვინოვ კახუროს” ჩვენ ვიმღერებთ, გამარჯვებულები“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას, გურამ მაჭარაშვილმა განმარტა, რომ როცა ნახევრად არასერიოზულად და კომიკურად საუბრობენ, ეს პაატა ბურჭულაძეს და „მსგავსი ტიპის კომიკურ ადამიანებს” ეხებათ, თორემ ზუსტად იციან, რომ ის „უცხოური ძალა, რომელიც აგენტურას აფინანსებს, სერიოზული ძალაა“.

მისი თქმით, თუ რაიმე კანონდარღვევა იქნება, სახელმწიფო არამხოლოდ 4 ოქტომბრისთვის, არამედ ყველა დღისთვის ემზადება.

„4 ოქტომბრისთვის კი არა ნებისმიერი დღისთვის - 5-სთვის, 10-სთვის, სახელმწიფო ყოველთვის ემზადება თუ რაიმე კანონდარღვევა იქნება. მინდა ე.წ ოპოზიციას მივმართო, რატომ 4 ოქტომბერი? რატომ ჩამოეკიდნენ ამ არჩევნების თარიღს? ეს თარიღი 4 ნოემბრისთვის რომ გადაიწიოს, რევოლუციაც 4 ნოემბერს მოხდება? ან ერთი წლით რომ გადაიწიოს, ერთი წლით გადაწევენ რევოლუციას? მოუწევთ ერთი წლით კი არა მრავალი ათეული და ასეული წლით გადაწევა”, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×