
მიხეილ სააკაშვილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია - დღეს კოლეგიამ უნდა გამოაცხადოს, ძალაში დატოვებს თუ არა პიჯაკების საქმეზე ყოფილი პრეზიდენტისთვის შეფარდებულ ცხრა წლიან პატიმრობას.
პარალელურად იგივე საქმეზე, სამოქალაქო დავა მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში. ფინანსთა სამინისტროს განზრახული აქვს იმ თანხის ამოღება, რომელსაც მიხეილ სააკაშვილს ედავებიან - საუბარია ცხრა მილიონ ლარზე.
დღეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ქვეყანაში ჩამოსული სტუმრების გამო ნაყიდი თაიგულები უნდა აანაზღაუროს თუ არა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი პოლიტიკურად დევნილი და მას არ უნდა უწევდეს იმ თანხების ანაზღაურება, რის გამოც ის ქვეყანას წარმოადგენდა.
"ფინანსთა სამინსიტრომ იჩივლა სასამართლოში და თქვა, მიხეილ სააკაშვილმა და თემო ჯანაშიამ აანაზღაურონ პიჯაკების შესაძენად გამოყენებული ხარჯიო, აქამდე ხომ მიმდინარეობდა სისხლის სამართლებრივი დევნა და ეს სასჯელები და სრული უკანონო მსჯავრდება, რაც დაედო სააკაშვილს 9 წელი სრულიად წარმოუდგენელი და სამარცხვინო ბრალდებით, მართლმსაჯულების ისტორიაში, ახლა კი ფინანსური დევნა გრძელდება. სააპელაციო განხილვის დროს, კიდევ ერთხელ დადასტურდა, ხელის გულზე გამოჩნდა, რამდენად დაუსაბუთებელი და უკანონოა პროკურატურის პოზიცია. ბადრი კოჭლამაზაშვილმა განაჩენი დაადგინა, ისეთ ნორმებზე დაყრდნობით, რაც ძალაში არ ყოფილა, ანუ არასრებულ კანონზე დაყრდნობით დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი, - განაცხადა ბასილაიამ.
დღეს უნდა დასრულდეს ე.წ. პიჯაკების საქმეზე საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო დავა, სადაც მოსამართლე გადაწყვეტს, დააკისროს თუ არა სააკაშვილს 9 მილიონი ლარის ანაზღაურება. ასევე, სააპელაციოში დასრულდება ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა.