რეზონანსი
29.09.2025

გიორგი გამსახურდია, ოპოზიციური მედიით ძალოვანი სისტემის ყოფილი თანამშრომლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში აფასებს. მისი განცხადებით, სისტემიდან სხვადასხვა დანაშაულის და გადაცდომის გამო გაძევებული ყოფილი ძალოვნების განცხადებები, მოქმედ თანამშრომლებზე ვერ იმოქმედებს და ისინი "ქათმების რევოლუციას" არ დაუშვებენ. 

"ამდენ, სისტემიდან სხვადასხვა დანაშაულების და გადაცდომების გამო გაძევებულ, ყოფილ ძალოვნებს რომ გამოიყვანთ თქვენი მედიის საშუალებით და ათას სისულელეს აბოდიალებთ, ფიქრობთ რომ ჩვენ გმირ ძალოვნებზე იმოქმედებს და ქათმების რევოლუციას დაუშვებენ? ძალიან ცდებით ნაც-ხლისტებო, ძალიან," - წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×