რეზონანსი
29.09.2025

თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ უფრო მცირე დრო რჩება, უცვლელია ოპოზიციის გეგმები. მათი ნაწილი ბრძოლის მთავარ იარაღად არჩევნებს მიიჩნევს, მეორე ნაწილი კენჭისყრის პროცესს ბოიკოტს უცხადებს და 4 ოქტომბერს ფართო მასშტაბიანი აქციისთვის ემზადება.

არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების იმედი აქვთ მმართველ პარტიაში და აცხადებენ, რომ ქვეყნის დესტაბილიზაციის საშუალებას და რევოლუციური სცენარის განხორციელების უფლებას ოპოზიციას არ მისცემენ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებისთვის არ ემზადებოდა, რადგან იცოდნენ, რომ უპირატესობა არ გააჩნიათ.

მაჭავარიანის თქმით, ისინი ვერც საპროტესტო და ძალადობრივი აქციების ორგანიზებას შეძლებენ.

"ნაცმოძრაობა" და მისი ფილიალები არც არჩევნებისთვის ემზადებოდნენ, იმიტომ, რომ იციან, რესურსი არ აქვთ და ვერც ძალადობრივ აქციებს ვერ მოაწყობენ, თუმცა ეს მოწოდებები ემსახურება იმას, რომ თავიანთი მხარდამჭერები როგორმე მოაბილიზონ, იმედი მისცენ და ა.შ.

კარგად იციან, რომ წააგეს არჩევნები 2024-ში, წააგეს ქუჩის აქციები, უცხოეთში თავიანით ქვეყნის მიმართ წამოწყებული პროცესები", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×