
რადიკალური ოპოზიციისთვის ყველაზე დიდი პრობლემა რა აღმოჩნდა იცით? - ის, რომ საქართველოს საერთაშორისო ლეგიტიმაცია და აღიარება უკვე ფაქტია, - წერს „ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე წერს.
ქადაგიძე აღნიშნავს, რომ რადიკალური ოპოზიციის წევრები სიცრუით კვებავენ თავიანთ მომხრეებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც უკვე ფსევდო-რეალობაში ცხოვრობენ, სადაც საქართველო არასდროს დგას სწორ გზაზე და სადაც ყველაფერი „ფეიკია".
„რადიკალური ოპოზიციისთვის ყველაზე დიდი პრობლემა რა აღმოჩნდა იცით? - ის, რომ საქართველოს საერთაშორისო ლეგიტიმაცია და აღიარება უკვე ფაქტია.
გუტიერეში პირადად მადლობას უხდის საქართველოს მშვიდობისა და სტაბილურობის არჩევისთვის, ტრამპიც იმავე ღირებულებებზე საუბრობს, მაგრამ...
მათი „სამყარო" სულ სხვაა:
• რეალური ფოტო „ფოტოშოპია";
• ტრამპის საზეიმო ვახშამზე ყოფნა - „იგნორია";
• თვითონ ტრამპის 26 მაისის მილოცვის წერილიც „ფეიკად" გაასაღეს და გადამალეს.
ანუ, რასაც ვერ „აპრავებენ", იმას არარსებულად აცხადებენ. ამ სიცრუით კვებავენ თავიანთ მომხრეებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც უკვე ფსევდო-რეალობაში ცხოვრობენ, სადაც საქართველო არასდროს სწორ გზაზე დგას და სადაც ყველაფერი „ფეიკია".
რეალობაში კი - ოპოზიციაა ჩამოშლილი, და არა საქართველო. თვითონ არიან „ფეიკი", თვითონ ჩამოყალბდნენ „ფოტოშოპის პოლიტიკოსებად".
4 ოქტომბერი კი ამ პოლიტიკური ნაგვის, ქართული რეალობიდან გახვეტის დღედ უნდა იქცეს", - წერს ქადაგიძე.