რეზონანსი
28.09.2025

ვისმენთ რაღაც სისულელეებს: „დამხობა", „გადატრიალება" - არ მინდა ჩემი თანამემამულეები მონაწილეობდნენ ამ პროცესში,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გარე ძალები, ებრძვიან ქვეყანას, მშვიდობას.

„იცით, რომ გარე ძალები ებრძვიან ქვეყანას, მშვიდობას, ახლა უკვე უნივერსიტეტის საშუალებით შემოაქვთ თანხები და ყველაზე დიდი უბედურებაა, რომ ეს თანხები ბოროტებას ხმარდება. თანხები იხარჯება, რომ საზოგადოება ერთმანეთს დააპირისპირონ, სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუციები, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. არ აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, არ მინდა, რომ ჩემი ქვეყნის მოქალაქე გარეული იყოს ამ სიბინძურეში.

ვისმენთ რაღაც სისულელეებს: დამხობა, გადატრიალება... სახელმწიფოს მხრიდან უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება. არ მინდა ჩემი თანამემამულეები მონაწილეობდნენ ამ პროცესში. ვიღაცებს აქვთ ცდუნება, გარედან თანხებს ხარჯავენ, ტერორიზმი, ექსტრემიზმი უმძიმესია, ფრთხილად უნდა ვიყოთ, ჩვენი შესაბამისი სამსახურები 24 საათი მუშაობენ, მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე",- აღნიშნავს კახა კალაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×