რეზონანსი
28.09.2025

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებობს რეალური შანსი „დიდების მისაღწევად".

„ჩვენ გვაქვს ახლო აღმოსავლეთში დიდების მიღწევის რეალური შანსი. ყველანი მზად ვართ რაღაც განსაკუთრებულისთვის, პირველად. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ!!!", - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

როგორც მედია აღნიშნავს, ტრამპმა ღაზაში ომის დასრულების შეთანხმების მიღწევის შესახებ ოპტიმიზმი გამოთქვა ორშაბათს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ.

ტრამპს არ წარმოუდგენია ღაზაში მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამომავლო შეთანხმების კონკრეტული დეტალები, თუმცა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა Fox News-ს განუცხადა, რომ აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირები ისრაელისა და არაბი ლიდერების „ძალიან რთულ" მოლაპარაკებებში არიან ჩართულნი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×