რეზონანსი
28.09.2025

  

„ლელო ძლიერი საქართველოსა" და „გახარია საქართველოსთვის" თბილისის მერობის საერთო კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე და ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა ჩერქეზიშვილი, ავარიული სახლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ.

პრესსამსახურის თანახმად, ირაკლი კუპრაძე ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ მერად არჩევის შემთხვევაში, ავარიული სახლების რეაბილიტაციის 1-მილიარდიანი პროექტი განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც 10 000 ავარიულ სახლს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

„ასკურავას ქუჩაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი 30-მდე ოჯახი უმძიმეს პირობებშია - მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში უწევთ ცხოვრება. ადგილობრივების განცხადებით, მათ არაერთხელ მიმართეს კახა კალაძეს დახმარებისთვის, მაგრამ არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია", - ნათქვამია „ლელო ძლიერი საქართველოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×