რეზონანსი
28.09.2025

ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობს, ევროპელებს აჩვენოს, რომ ის მამაცი მეომარია, თუმცა ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება საპირისპიროზე მიუთითებს. ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ თუ კრემლის მაღალჩინოსნები ომს არ დაასრულებენ, მაშინ მათ თავშესაფრები დასჭირდებათ.

„ზელენსკი ცდილობს ევროპელებს, რომლებიც ახლა მარჩენლების როლში გამოვლენ, აჩვენოს, რომ ის „მამაცი მეომარია". თუმცა, ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება საპირისპიროზე მიუთითებს და ყოველდღიურად უკრაინის მოლაპარაკებების პოზიციები განუწყვეტლივ უარესდება", - განუცხადა პესკოვმა „როსია 1"-ის ჟურნალისტს პაველ ზარუბინს.

კითხვაზე, როგორ აღიქვამს კრემლი რუსეთის ძალაუფლების ცენტრზე თავდასხმას, პესკოვმა უპასუხა, „უმჯობესია ამაზე საერთოდ არ ვისაუბროთ".

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Axios-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ კრემლის მაღალჩინოსნები ომს არ დაასრულებენ, მაშინ მათ თავშესაფრები დასჭირდებათ.

„ჩვენ მშვიდობიან მოსახლეობას არ დავბომბავთ, რადგან ტერორისტები არ ვართ. კრემლის მაღალჩინოსნებმა უნდა იცოდნენ სად არის თავშესაფრები. მათ ეს დასჭირდებათ. თუ ომს არ დაასრულებენ, მაშინ მათ ისინი ნებისმიერ შემთხვევაში დასჭირდებათ", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×