
მოლდოვას ყოფილი პრეზიდენტის, „პატრიოტული საარჩევნო ბლოკის" წევრის, იგორ დოდონის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე არჩევნები არის დღე, როდესაც „ხალხს კი არ ეშინია ვინმესი, არამედ სხვებს ეშინიათ ხალხის".
დოდონმა ჟურნალისტებთან საუბარში უარყო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვი მოლდოვას არჩევნებში მასიურად ერევა და აღნიშნა, რომ „ჩარევა დასავლეთიდან მოდის".
„ვნახეთ ეს ჩარევა სხვადასხვა ფონდების, სოროსის და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, რომლებიც ხალხს აშინებდნენ. მიგვაჩნია, რომ ეს არასწორია, ჩვენ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან კარგი ურთიერთობების მომხრე ვართ", - განუცხადა დოდონმა ჟურნალისტებს.