
„EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა, რაც ჩვენს ქვეყანას ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკებს შორის აყენებს. ეს შემთხვევით არ მომხდარა. ეს არის წლების განმავლობაში გატარებული გონივრული საბიუჯეტო და მონეტარული პოლიტიკის, ღრმა სტრუქტურული რეფორმებისა და ჩვენი მთავრობის მიერ პრემიერ-მინისტრის გონიერი ხელმძღვანელობით შექმნილი სტაბილური, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შედეგი. სწორედ ამ სწორმა რეფორმებმა გააძლიერა ინვესტორთა ნდობა და გახსნა ახალი შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეებისთვის,"- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვაკო თურანავამ განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური სტაბილურობა და საზოგადოების ერთიანობა, ქვეყნის პროგრესის მთავარი წინაპირობაა.
"ამავე დროს, რეკორდული რაოდენობის ტურისტები და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ზრდის დინამიკას მთელ ქვეყანაში.
ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ პოლიტიკური სტაბილურობა და საზოგადოების ერთიანობა ჩვენი ქვეყნის პროგრესის მთავარი წინაპირობაა. ერთმანეთის მიმართ აგრესია და პოლარიზაცია ყველას გვაზარალებს და აფერხებს განვითარებას. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, პატივისცემა და თანამშრომლობა.
ამ წარმატების შენარჩუნება და გაღრმავება ყველას გვჭირდება. ძლიერი ეკონომიკა იქმნება არა მხოლოდ მთავრობის პოლიტიკით, არამედ ხალხისა და ბიზნესების აქტიური მონაწილეობითაც," - აღნიშნა თურნავამ.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა ხალხის იმ კატეგორიაზე, რომელიც ცდილობს, რომ ინდივიდუალური მეწარმისთვის დაწესებული 1 პროცენტიანი გადასახადისგანაც აარიდოს თავი და კლიენტებს თანხის პირად ანგარიშებზე ჩარიცხვას სთხოვენ.
თურნავას თქმით, გონივრული ხელმძღვანელობის გაგრძელებით, პოლიტიკური სტაბილურობის დაცვით და საერთო პასუხისმგებლობით, შესაძლებელია ამ სწრაფი ზრდის გრძელვადიან კეთილდღეობად გარდაქმნა.
"გადასახადების გადახდა - რომლებიც საქართველოში რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია - არის ყველაზე მარტივი და ეფექტური გზა, რომლითაც თითოეულმა მოქალაქემ და კომპანიამ შეიძლება შეიტანოს წვლილი. სამწუხაროდ, არსებობს ხალხის გარკვეული კატეგრია, რომლებიც გადასახადების გადახდას არ ცდილობენ და კლიენტებს სთხოვენ თანხების პირად ანგარიშებზე ჩარიცხვას. ასეთი ფაქტები მომრავლდა. ქვეყანაში, სადაც შეუძლიათ დარეგისტრირდნენ როგორც ინდივიდუალურ მეწარმედ სადაც გადასახადი მხოლოდ 1%-ია, ამასაც რომ არ იხდი – ეს მართლაც ძალიან დიდი სირცხვილია.
ამასთან, მინდა მოვუწოდო საფინანსო სექტორს, რომ მეტად გააკონტროლოს მსგავსი ჩარიცხვები და არ აღიქვას ისინი როგორც ჩვეულებრივი გზავნილები, როგორც სამწუხაროდ ხშირად ხდება.
ერთად, გონივრული ხელმძღვანელობის გაგრძელებით, პოლიტიკური სტაბილურობის დაცვით და საერთო პასუხისმგებლობით, შევძლებთ ამ სწრაფი ზრდის გრძელვადიან კეთილდღეობად გარდაქმნას და უკეთესი მომავლის შექმნას თითოეული ქართველისთვის.“ - განაცხადა ვაკო თურნავამ.