
ჩინეთის სოფლის მეურნეობისა და სოფლის მეურნეობის საქმეთა ყოფილ მინისტრს, ტანგ რენჯიანს ჯილინის პროვინციის სასამართლომ ქრთამის აღებისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო „სინხუას" ცნობით, ტანგმა ქრთამი, მათ შორის ნაღდი ფული და ქონება, რომლის ღირებულება 268 მილიონ იუანს (37,6 მილიონ აშშ დოლარს) აჭარბებდა, სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნის დროს აიღო.
ჩანჩუნის შუალედურმა სახალხო სასამართლომ მისი სიკვდილით დასჯა ორი წლით გადადო და აღნიშნა, რომ მან ჩადენილი დანაშაულები აღიარა.
ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ტანგი 2024 წლის ნოემბერში გარიცხა, ექვსი თვის შემდეგ, რაც ანტიკორუფციულმა ორგანომ მასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და თანამდებობიდან გაათავისუფლა. ტანგი 2017-2020 წლებში, სოფლის მეურნეობისა და სოფლის მეურნეობის საქმეთა მინისტრად დანიშვნამდე, დასავლეთ პროვინცია განსუს გუბერნატორი იყო.