რეზონანსი
28.09.2025

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმის ადგილი მოინახულა და განაცხადა, რომ ეს „გენოციდის კიდევ ერთი მაგალითია“.

„კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა გუშინ ღამე ჩვენს ქალაქში. ექვსი რაიონი დაზიანდა, ბევრი შენობა დაინგრა, ერთ-ერთი მათგანი ჩემ უკან არის. ამ მომენტში შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ოთხი ადამიანია დაღუპული და ამ ადამიანებს შორის არის 12 წლის გოგონა. რვა ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს და 13 ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ხალხის დასახმარებლად და პრობლემების გადასაწყვეტად“,- აღნიშნავს კლიჩკო.

კიევის მერის განმარტებით, თავდასხმები იმის დასტურია, რომ რუსულ მხარეს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ სურს.

„ყველას დიპლომატიური გადაწყვეტის იმედი აქვს ამ ომის შესაჩერებლად, მაგრამ ჩვენ ვხედავთ დისკუსიების შედეგს – ერთი მხრივ, რუსეთის ფედერაცია ამბობს, რომ მხოლოდ სამხედრო ობიექტები არის მათი თავდასხმის სამიზნე, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანები იღუპებიან. არ მჯერა, რომ რუსებს სურთ ამ ომის შეჩერება, რადგან პუტინის მთავარი მიზანი არის რუსული იმპერიის აღდგენა“,- განაცხადა კიევის მერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×