რეზონანსი
28.09.2025

ქვემო ბეთლემის ტაძარში მამა დოროთეს საკვირაო ქადაგება დღეს განსაკუთრებულად მწვავე იყო. სასულიერო პირმა კვლავ რუსეთზე, როგორც ქვეყნის მთავარ მტერზე ისაუბრა და "ოცნების" ხელისუფლება ღიად გააკრიტიკა იმის გამო, რომ მისი თქმით, მტრის შესახებ ხმას არ იღებს.

"ჩემს სიტყვაში არ ყოფილა არაფერი ეკლესიის საწინააღმდეგო, არაფერი სწავლების საწინააღმდეგო, მე მხოლოდ ვამბობ ერთ რამეს, რომ ჩვენ რუსეთი მუდმივად გვებრძვის და რუსეთმა დაგვიპყრო. ვარიტიკებ მათ მოქმედებას ჩვენდამი და ვაკრიტიკებ მთავრობას, რომელიც, საერთოდ, რუსეთს ვერ ახსენებს. გუშინ სოხუმის დაცემის დღე იყო, ერთი სიტყვა არ უთქვამთ, რა მოხდა იქ. რუსს ვერ აგდებენ, იმიტომ, რომ ხალხის ეშინიათ და ვერ აგინებენ, იმიტომ, რომ რუსეთის ეშინიათ. აი, ამას რომ ვამბობ, ეს ვისაც არ მოსწონს ერში თუ ბერში, ის ავტომატიურდა რუსის არის, ის ავტომატურად მტრის მხარესაა. და თუ ვინმე მიწუნებს, მიწუნებს იმის გამო, რომ ვამბობ, რომ ის მტერია და "ოცნება" მტრისკენ მიდის, მტერს ეხუტება და მოყვარეს აგინებს, - თქვა დღეს საკვირაო ქადაგებისას მამა დოროთემ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×