რეზონანსი
28.09.2025

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში უფასო სამედიცინო აქციებს მართავს. კლინიკის წამყვანმა სპეციალისტებმა დღეს სოფელ ჩხორიის ამბულატორიაში, მოსახლეობას უფასო კონსულტაციები და გამოკვლევები ჩაუტარეს.

პროცესს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაეცნო. მინისტრის განცხადებით, მსგავს ინიციატივებს მნიშვნელოვანი როლი აქვს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაში. მისი თქმით, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის ყველაზე შორეულ სოფლებშიც, ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს დროული და ხარისხიანი სამედიცინო დახმარება, რისთვისაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სოფლებში პირველადი ჯანდაცვის სერვისების განვითარებას.

მინისტრთან ერთად, სოფლის ამბულატორიაში ადგილობრივი და საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×