რეზონანსი
28.09.2025

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უკრაინას 500 დრონით და 40-ზე მეტი რაკეტით დაესხა თავს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რუსეთის მასშტაბური შეტევა თითქმის, 12 საათი გრძელდებოდა. ზელენსკის თქმით, უკრაინის თავდასხმის სამიზნე ძირითადად გახდა კიევი და კიევის ოლქი, ზაპოროჟიე, ხმელნიცკის, სუმის, ოდესის ოლქები. ამ ეტაპზე ცნობილია კიევში ოთხი დაღუპულის შესახებ, დაშავდა 40 მოქალაქე, მათ შორის არასრუწლოვნებიც.

„რუსეთის დარტყმის სამიზნე გახდა პურის ქარხანა, ავტომობილების საბურავების საწარმო, კერძო და მარავალსართულიანი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა“,- აცხადებს ზელენსკი. მისი თქმით, ეს თავდასხმა ნიშნავს, რომ რუსეთს ომის გაგრძელება სურს და მსოფლიოსგან მოსკოვი ხისტ პასუხს იმსახურებს.

„კრემლს აწყობს ამ ომისა და ტერორის გაგრძელება, ვიდრე მას აქვს შესაბამისი სახსრები ენერგეტიკიდან და ვიდრე მოქმედებს ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტი. ჩვენ მომავალში გავაგრძელებთ საპასუხო დარტყმებს, რომ რუსეთს ეს შემოსავლის მიღების შესაძლებლობა მოვუსპოთ და ვაიძულოთ დიპლომატია. ყველამ, ვისაც სურს მშვიდობა, უნდა დაუჭიროს მხარი პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას და უნდა შეწყვიტოს ნებისმიერი რუსული იმპორტი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×