რეზონანსი
28.09.2025

2025 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის ექსპორტიდან საქართველომ 0.65 მლნ დოლარი შემოსავალი მიიღო, ხოლო იმპორტირებულ ელექტროენერგიაში 4.7 მლნ დოლარი გადაიხადა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ელექტროენერგიის შესახებ უახლეს კვლევაში ვგებულობთ.

კვლევისვე მიხედვით, 2025 წლის აგვისტოში ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობამ მხოლოდ 10 გვტ საათი შეადგინა, ხოლო იმპორტირებული ელექტროენერგია 108 გვტ საათს გაუტოლდა.

რაც შეეხება საბალანსო ფასს, 2025 წლის აგვისტოში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასი ერთ კილოვატსაათზე 6.18 ცენტს გაუტოლდა, რაც წლიურად 7.5%-იანი ზრდაა.

„მიმდინარე წელს აგვისტოში ელექტროენერგიის საბალანსო ბაზარზე ფასები თვიურ ჭრილში 5.3%-ით გაიზარდა“ - ნათქვამია კვლევაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×