რეზონანსი
28.09.2025

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მაია სანდუს გუნდს „გადამწყვეტ გამარჯვებას“ უსურვებს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, „რუსეთის ჰიბრიდული ომი მოლდოვაში წარმატებას ვერ მიაღწევს“.

„ვუსურვებ მაია სანდუს გადამწყვეტ გამარჯვებას. საქართველო იმავე ბრძოლაშია დემოკრატიისა და ევროპისთვის“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მოლდოველები პარლამენტის 101 წევრს ოთხი წლის ვადით აირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობს ერთი პარტია, ოთხი საარჩევნო ბლოკი და ოთხი დამოუკიდებელი კანდიდატი. პარტიებისთვის ბარიერი 5%-ია, ბლოკებისთვის - 7%, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის - 2%.

დასავლური მედია წერს, რომ მოლდოვას „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ მიერ კონტროლირებადი პარლამენტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას. პრორუსული უმრავლესობის მქონე კოალიცია ან პარლამენტი კი ამ ძალისხმევას გაჭიანურებულ პოლიტიკურ ბრძოლად გადააქცევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×