რეზონანსი
28.09.2025

სულიერი ძალა არის ჯვარში, - აღნიშნა დღესასწაულზე ქადაგებისას ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა. მეუფე იაკობმა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ევროპას საკუთარ ტერიტორიაზე ომი არ უნდა, თუმცა სხვა ქვეყნებში ამას მხარს უჭერს, მაგალითად კი უკრაინა მოიყვანა.

„ჩვენი სულიერი ძალა არის ჯვარში.

რა უნდა ევროპას? ევროპას თავისთან ომი არ უნდა. უკრაინაში უნდა? რა თქმა უნდა, რომ არ უნდოდეს, არ იქნებოდა. საქართველო ყველაზე მოწყვლადი ქვეყანაა იმითი, რომ 2008 წელს ევროპის თანხმობით მოწყვლადი გახდა საქართველო და ბაზები გვაქვს ახლა აფხაზეთშიც და ცხინვალის რეგიონშიც“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×