რეზონანსი
28.09.2025

ხვალ სა­სა­მარ­თლო­ში მი­იყ­ვა­ნენ ყო­ფი­ლი ცო­ლის წა­მე­ბის­თვის და­კა­ვე­ბულ ზუ­რაბ ბურ­დულს და მო­სა­მარ­თლე იმ­სჯე­ლებს მის­თვის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის სა­კი­თხზე. პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლოს ამ მო­თხოვ­ნით უკვე მი­მარ­თა და მის­თვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას მო­ი­თხოვს.

რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი კას­პში, ე.წ. მი­რი­ა­ნის და­სახ­ლე­ბა­ში 25 სექ­ტემ­ბერს მოხ­და. ზუ­რაბ ბურ­დულ­მა ყო­ფილ ცოლს, თა­თია ლო­მი­ნა­ძეს და­ნით ჭრი­ლო­ბა გულ­მკერ­დი­სა და ყე­ლის არე­ში მი­ა­ყე­ნა, შემ­დეგ სა­ხე­ზე ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა შე­ას­ხა და ბო­ლოს აა­ლე­ბუ­ლი ბოთ­ლი ეს­რო­ლა, ასე წა­უ­კი­და ცე­ცხლი.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, ცე­ცხლწა­კი­დე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქალი შვე­ლას ითხოვ­და. მისი დახ­მა­რე­ბა მე­ზობ­ლებ­მა სცა­დეს და ცე­ცხლი ჩა­აქ­რეს, თუმ­ცა ქალ­მა უმ­ძი­მე­სი დამ­წვრო­ბა მი­ი­ღო და ახლა ის ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში სიკ­ვდილს ებ­რძვის.

თა­ვად ბურ­დუ­ლი ძა­ლოვ­ნებ­მა იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის იმა­ვე უბან­ში მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბას აფა­რებ­და თავს. საქ­მე­ში უკვე ჩა­ერ­თო ად­ვო­კა­ტი ალექ­სან­დრე შა­ლუ­ტაშ­ვი­ლი.

მისი თქმით, ბრალ­დე­ბულ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ჩვე­ნე­ბა ად­ვო­კა­ტის დას­წრე­ბის გა­რე­შე უკვე მის­ცა, სა­დაც ის და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს, თუმ­ცა რო­გორც ჩანს, ის ხვალ სა­სა­მარ­თლო­ზე დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას გა­მო­ი­ყე­ნებს.

და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი და­ნა­შა­უ­ლის მო­ტივ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით არ სა­უბ­რობს.

"ამ საქ­მე­ში ჩა­ვერ­თე ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში. მომ­მარ­თა ბრალ­დე­ბუ­ლის დე­დამ და მთხო­ვა და­მეც­ვა მისი შვი­ლი. რო­გორც ვიცი, მა­ნამ­დე ზუ­რაბ ბურ­დულს არა­ვინ ჰყო­ლია ად­ვო­კა­ტი. ამ ეტაპ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ვე­რა­ფერს ვერ იტყვის, ჩვე­ნე­ბა მის­ცა მან გა­მო­ძი­ე­ბას საქ­მე­ში ჩემს ჩარ­თვამ­დე და მე უკვე გად­მო­მე­ცა ეს მა­სა­ლე­ბი. რო­გორც ვიცი, იმ ჩვე­ნე­ბა­ში აღი­ა­რებს და­ნა­შა­ულს, მაგ­რამ დე­ტა­ლუ­რად ჩვე­ნე­ბას ჯერ არ გავ­ცნო­ბი­ვარ. ხვალ იქ­ნე­ბა აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა და იქ და­ა­ფიქ­სი­რებს ბრალ­დე­ბუ­ლი თა­ვის პო­ზი­ცი­ას. მერე შევ­ჯერ­დე­ბით" - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ად­ვო­კა­ტი ალექ­სან­დრე შა­ლუ­ტაშ­ვი­ლი და კი­თხვას, მან აღი­ა­რა თუ არა ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი ასე პა­სუ­ხობს: "მისი ჩვე­ნე­ბა ვნა­ხე, აღი­ა­რებს და­ნა­შა­ულს, ად­ვო­კა­ტის გა­რე­შე აქვს მი­ცე­მუ­ლი ეს ჩვე­ნე­ბა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×