რეზონანსი
27.09.2025

თიანეთი–ახმეტა–ყვარელი–ნინიგორის გზის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი–ახმეტა–ყვარელი–ნინიგორის საავტომობილო გზის 123-ე კილომეტრზე, სოფელ კაბალთან, ადიდებულმა მდინარემ კაბალისხევის ხიდი ჩაკეტა. შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

შეზღუდვის პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მარშრუტებით — შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი–ჭაბუკიანი–აფენი–კაბალის გზით და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის საავტომობილო გზით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×