რეზონანსი
27.09.2025

მელიქიშვილის გამზირზე, სადაც აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს, ცოტა ხსნის წინ ვითარება დაიძაბა.

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც გმირთა მოედნიდან მსვლელობით დაიძრნენ, მელიქიშვილის გამზირზე ამოსვლის დროს სავალი გზის სრული დაკავება მოისურვეს. ამ ფაქტს მათსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

„გაგვაშლევინეთ ბანერი“, - ისმოდა შეძახილები აქციის მონაწილეების მხრიდან.

ამ დროისთვის ვითარება განიმუხტა - მსვლელობის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი სრულად აითვისეს.

აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტამდე მსვლელობით მივლენ და გაჩერდებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×