რეზონანსი
27.09.2025

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ბავშვები, რომელთა საოკუპაციო ხაზიდან გატაცების შესახებაც ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა, უსაფრთხოდ არიან.

თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზიდან, სოფელ თამარაშენთან 5 არასრულწლოვანი გაიტაცეს. ერთ-ერთი ბავშის მამამ, ბესო სიდამონიძემ განაცხადა, რომ არასრულწლოვნები სოფელ თამარაშენში სათამაშოდ იმყოფებოდნენ, საიდანაც ისინი გაიტაცეს.

ინფორმაციის გადასამოწმებლად „ინტერპრესნიუსი“ სახელმწიფო უსფართხოების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ბავშვები უკვე უსაფრთხოდ არიან.

„ბავშვები ჩვენთან და უსფართხოდ იმყოფებიან“,-აცხადებენ სუს-ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×