რეზონანსი
27.09.2025

უკრაინის დელეგაცია იარაღის შესყიდვის საკითხზე აშშ-ში შეხვედრებს გამართავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ [დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დროს] შევთანხმდით, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან იარაღს სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით შევიძენთ. უკრაინის დელეგაცია აშშ-ში ყველა ტექნიკურ შეხვედრას სექტემბრის ბოლოდან და ოქტომბრის დასაწყისიდან გამართავს. პრეზიდენტთან ძირითად საკითხებზე შევთანხმდით. ახლა პრაქტიკულად განხორციელებაზე გადავდივართ", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, დონალდ ტრამპთან აშშ-ის მიერ უკრაინული დრონების შეძენის საკითხიც განიხილა.

„დრონების შესახებ შეთანხმებაც განვიხილეთ. ამ შეთანხმებაზე მუშაობას ტექნიკური ჯგუფებიც იწყებენ. ეს ჩვენი დრონებია, რომლებსაც აშშ პირდაპირ შეიძენს", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×