რეზონანსი
27.09.2025

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე (სოფ. გუმათი) მიწის ვაკისის აღდგენის მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების გამო, 28 სექტემბრის 09:00 სათიდან - 29 სექტემბრის 19:00 საათამდე, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

შეზღუდვის პერიოდში მსუბუქი ავტომობილები, M2 და M3 კატეგორიის მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებს ადგილობრივი მნიშვნელობის გუმათი-ოფურჩხეთი-რიონი-ზარათის საავტომობილო გზის გამოყენებით.

ხოლო, სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×