რეზონანსი
27.09.2025

სირიამ ბაშარ ალ-ასადის დაკავების ორდერი გამოსცა, - ინფორმაციას სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA ავრცელებს.

მოსამართლის განცხადებით, დაკავების ორდერი, რომელიც სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ დაუსწრებლად გამოსცა, 2011 წელს დარააში მომხდარ შეტაკებებს უკავშირდება.

კერძოდ, მოსამართლემ ტოფიქ ალ-ალიმ აღნიშნა, რომ ასადის წინააღმდეგ ბრალდებები განზრახ მკვლელობებს, სამოქალაქო ომის გამოწვევის მიზნით თავდასხმასა და წამებას მოიცავს.

შეგახსენებთ, სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი სირიელმა ამბოხებულებმა, აჰმედ ალ-შარაას მეთაურობით, 2024 წლის დეკემბერში დაამხეს. ყოფილი პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი რუსეთში გაიქცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×