რეზონანსი
27.09.2025

რუსეთი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმა რიგაში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლატვიის პრეზიდენტის, ედგარს რინკევიჩის განცხადებით, რუსეთს ეჭვი არ უნდა შეეპაროს ნატო-ს შესაძლებლობებში, რომ ალიანსი წევრ სახელმწიფოებს დაიცავს და ნებისმიერ საფრთხეს შეაკავებს.

„საქმე მხოლოდ პოლიტიკურ სლოგანებს არ ეხება, არამედ რეალურ შესაძლებლობებს, რომელიც შეიარაღებულ ძალებს, საზღვაო ფლოტსა და საჰაერო ძალებს ესაჭიროებათ, როგორც ახალი, ასევე ტრადიციული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად. რუსეთი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს და ყველანაირად ცდილობს ნატო-სა და ევროპის გამოცდას", - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ეს ლატვიაში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის პირველი კონფერენციაა. შეხვედრას ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი ჯუზეპე კავო დრაგონე უძღვება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×