რეზონანსი
27.09.2025

სახელმწიფო დღეს არის ძლიერი, როგორც არასდროს, შესაბამისად, ვერავითარი უცხოური აგენტურა საქართველოში ვითარების არევას ვერ შეძლებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, საპროტესტო აქციებზე უცხოური აგენტურა იკრიბება, მაგრამ მათი ეს მცდელობა არ არის წარმატებული, იმიტომ, რომ სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე.

„აქციების 300 დღე არის იმის დასტური, რომ უცხოური აგენტურა საქართველოში ვერ ინება წარმატებული. როგორც ხედავთ, ხან 50, ხან 100, 150 კაცი გამოდის, უცხოური აგენტურა იკრიბება, მაგრამ მათი ეს მცდელობა არ არის წარმატებული, იმიტომ, რომ სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი და ჩვენ გავაგრძელებთ ასე მოქმედებას. სახელმწიფო დღეს არის ძლიერი, როგორც არასდროს, შესაბამისად, ვერავითარი უცხოური აგენტურა საქართველოში ვითარების არევას ვერ შეძლებს, - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×