
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გადაუღებელი წვიმების შედეგად მდინარეები ადიდდა და სოფლები დაიტბორა.
დაზიანებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი. დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები, ვენახები, ბოსტნეულის ბაღები და საცხოვრებელი სახლები.
სტიქიამ ყველაზე მეტად ნინიგორის, კაბალის, ცოდნისკარის, გიორგეთის და აფენის თემის მოსახლეობა დააზარალა.
„მთელი ღამე წვიმდა, დილით კი წყალში გავიღვიძეთ. მდინარე ისე ადიდდა, სახლიდან ვერ გამოვდიოდით. წყალმა დაგვიზიანა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საკარმიდამო ნაკვეთები. იყვნენ ამოტუმბეს, მაგრამ ამ დრომდე მაინც წყლის ნაკადი დიდია", - ამბობენ ადგილობრივები.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ბრიგადები და წყალს ტუმბავენ.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებიც.
ამ დროისთვის მდინარეში წყლის დონემ შედარებით დაიწია.



წყარო: მთავარი ამბები კახეთიდან