რეზონანსი
26.09.2025

გიორგი გამსახურდია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო კლიპს გამოეხმაურა, რომელიც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა საზოგადოებას მათთან შეხვედრის დროს წარუდგინა.

გიორგი გამსახურდია „ლელოს“ მოღალატეობრივ პოლიტიკურ ძალას უწოდებს. მისი კრიტიკა კი კლიპში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გამოჩენას მოჰყვა.

„ეს მოღალატეობრივი პოლიტიკური ძალა, ბედავს და ჩვენი ქვეყნის გმირების სახელით, კვლავ სპეკულირებს. არ მიკვირს ამათგან არაფერი, რასაც ხაზარაძე მევახშე იკადრებს, იმას ფერმის ღორიც არ იკადრებს. მაგრამ ეს ზედმეტია. ამ ნაძირალამ, მერაბ კოსტავაზე ხელის ამწევმა, ზვიადის სახელს მაინც დაანებოს თავი, სანამ დროა და მისთვის ჯეროვნად მომიცლია“-წერს გამსახურდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×