
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 სექტემბრის საღამოს საათიდან 27 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, ქარის ხანმოკლე გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
მათი ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე გამოიწვიოს წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება
26 სექტემბრის საღამოს საათიდან 27 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, აჭარის, სამეგრელოსა და იმერეთის ტერიტორიაზე ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, ქარის ხანმოკლე გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე გამოიწვიოს წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო) "- წერია განცხადებაში.