
დღეს, “ქართული ოცნების” ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პროპორციული სიის პირველ ნომერთან, გიორგი ფერაძესთან ერთად, ლიკანში და სოფელ ლიკანიში მცხოვრებლებს შეხვდა.
ადგილობრივებს გააცნო გუნდის გეგმები, რომ ბორჯომი სხვადასხვა მიმართულებით მეტად განვითარებული მუნიციპალიტეტი გახადონ.
მერობის კანდიდატის თქმით, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ კიდევ უფრო მეტად კომფორტულ და ინფრასტრუქტურულად განვითარებულ გარემოში იცხოვრონ.
მან მადლობა გადაუხადა თითოეულ ამომრჩეველს გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის.
“მშვიდობა საქართველოს, მეტი განვითარება ბორჯომს!” - აცხადებს გელაშვილი.